Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს „მოსმენაში“ მონაწილეობა არ მიიღო


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივით, პარიზში, დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე. შეხვედრას, რომელშიც ევროსაბჭოს მაღალჩინოსნების გარდა, ევროკავშირის, ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრო. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, მამუკა ჟღენტმა, რადიო თავისუფლებას დღეს განუმარტა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც აგვისტოს ომის შესახებ დღემდე არაერთი რეზოლუცია დაამტკიცა და ვითარება რეალურად ასახა, საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. მამუკა ჟღენტის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციათა შესრულება დღეს უკვე სხვა ორგანიზაციებსა და ფორმატებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ჟღენტის თქმით, საქართველოს დელეგაციამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მონაწილეობა მოსმენაში, რომელიც რეალურად ვერაფერს ცვლის.
XS
SM
MD
LG