Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო საბჭო გადაწყვეტს ნაზარბაევის მმართველობის ვადის საკითხს


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა დღეს ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოს მიმართა, განიხილოს შეთავაზებული რეფერენდუმის საკითხი. ამ რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს, გახანგძლივდება თუ არა ნაზარბაევის პრეზიდენტობის ვადა 2020 წლამდე არჩევნების გვერდის ავლით. მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით ნაზარბაევმა ოფიციალურად თავი შორს დაიჭირა გეგმისგან, რომელიც აშშ-მა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს, როგორც დემოკრატიის უკანსვლა. 70 წლის ნაზარბაევი ყაზახეთს უკვე 20 წელიწადი მართავს.
XS
SM
MD
LG