Accessibility links

logo-print

ლუჟკოვმა ლატვიას მიმართა „ცხოვრების უფლების“ თხოვნით


მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა ლატვიას მიმართა "ცხოვრების უფლების" თხოვნით. ლატვიის საიმიგრაციო სამსახურის თანახმად, გადაწყვეტილებას აპრილისთვის მიიღებენ. ლუჟკოვი პრეზიდენტმა მედვედევმა გაათავისუფლა თანამდებობიდან შარშან სექტემბერში. ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლინდა მურნიეცემ განაცხადა, რომ ალბათ ლუჟკოვი უარს მიიღებს, რადგან მისი დამოკიდებულება ლატვიის მიმართ უკიდურესად უარყოფითი იყო ყოველთვის. ლატვია ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრია. იქ ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეებს მთელ ამ არეალში თავისუფალი მოგზაურობა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG