Accessibility links

logo-print

ირლანდიის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის ბედს გადაწყვეტს


ირლანდიის პარლამენტის დეპუტატები მმართველი პარტიიდან დღეს გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ბრაიან კოუენი პარტიის ლიდერად და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. პარლამენტარები მონაწილეობას მიიღებენ ფარულ კენჭისყრაში პრემიერისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ, რომლის ჩატარებაც თავად კოუენმა გადაწყვიტა. მას აკრიტიკებენ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის მეთოდების გამო. გასული წლის ბოლოს ირლანდია იძულებული გახდა სასწრაფო ფინანსური დახმარებისათვის ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის მიემართა. ბრაიან კოუენი აცხადებს, რომ კენჭისყრის შედეგებს იმედიანად უყურებს.
XS
SM
MD
LG