Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა მოიერიშემ ერაყში 50 რეკრუტი დახოცა


პოლიციის 50 რეკრუტი დაიღუპა ერაყში თვითმკვლელი მოირიშის მიერ მოწყობილი თავდასხმი შედეგად. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაიჭრა სულ მცირე 150 მოქალაქე. დაღუპულთა და დასახიჩრებულთა უმრავლესობა არიან მამაკაცები, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში სამსხურის მოლოდინში პოლიციის შტაბთან ირეოდნენ. აფეთქება ბაღდადის მახლობლად მდებარე, ქალაქ თიქრითის გარეუბანში მდგარ პოლიციის შენობასთან მოხდა. ყოვლისმომცველმა ძალადობამ ერაყში 2006-2007 წლების შემდეგ საგრძნობლად იკლო, თუმცა სროლა და აფეთქებები ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად ხდება.
XS
SM
MD
LG