Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისის ახალ მთავრობაში ძველი მინისტრებიც დარჩებიან


ტუნისის პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს ძველი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის ჩართვას ეროვნული ერთიანობის მთავრობაში, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბდა. პრეზიდენტმა ზინე ელ-აბიდინ ბენ ალიმ ქვეყანა უპრეცედენტო მასშტაბების საპროტესტო დემონსტრაციებისა და ძალადობის შემდეგ დატოვა. მიუხედავად დემონსტრანტების მოთხოვნისა, გაუქმებულიყო ყოფილი პრეზიდენტის მომხრე მმართველი პარტია, კონსტიტუციურ-დემოკრატიულმა გაერთიანებამ ახალ მთავრობაში მნიშვნელოვანი - საგარეო, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრის პოსტები შეინარჩუნა. კონსტიტუციურ-დემოკრატიული გაერთიანების წარმომადგენელ მინისტრებს „ხელები სუფთა“ აქვთ, განაცხადა ტუნისის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ღანუშიმ და დასძინა, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგებიან თანამდებობის პირები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის დროს განხორციელებულ რეპრესიებში მონაწილეობდნენ,
XS
SM
MD
LG