Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელორუსი კოლეგის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრება. როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი მოწვევა ადმინისტრაციაში არ შესულა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი ლიდერია, რომელმაც მეოთხე ვადით პრეზიდენტად არჩევა ლუკაშენკოს ტელეფონით მიულოცა. ახალი ვადით არჩეული პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია 21 იანვარს გაიმართება. 19 დეკემბერს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკში მრავალათასიანი საპროტეტსო აქცია გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, ხოლო პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი, ათეულობით მათი მომხრე და აქტივისტი კი მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმეს ოპოზიციის წევრებისა და მათი მომხრეების მიმართ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიები.
XS
SM
MD
LG