Accessibility links

logo-print

ობამა მიესალმება საბრალდებო დასკვნას ჰარირის საქმეზე


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმება ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე გაეროს ტრიბულანის პირველ საბრალდებო დასკვნას. რაფიკ ჰარირი 2005 წელს მოკლეს. ობამას თქმით, ტრიბუნალის მუშაობა ბოლოს მოუღებს „დაუსჯელობის ერას“ ლივანში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მართლწესრიგის განმტკიცებას. ჯერჯერობით უცნობია შინაარსი დოკუმენტის, რომლის საფუძველზე ბრალდებულთა დაპატიმრების ორდერების გაცემა უნდა მოხდეს. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, მოსამართლე დანიელ ბელმარის დასკვნაში უნდა ფიგურირებდეს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰიზბოლაჰიც“. გასულ კვირაში „ჰიზბოლაჰის“ წევრმა მინისტრებმა სასამართლოს მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვეს საად ალ ჰარირის, მოკლული პრემიერ-მინისტრის შვილისა და ლიბანის მთავრობის მეთაურის კაბინეტი.
XS
SM
MD
LG