Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას წერილით მიმართა


ისრაელის პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის პატიმრობის გამო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ქართველ კოლეგას მკაცრი წერილით მიმართა და ყალბი ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა. წერილის მიღების ფაქტი სააგენტო GHN-ს დაუდასტურეს საქართველოს საგარეო სააქმეთა სამინისტროში, თუმცა, გადაჭარბებული უწოდეს ინფორმაციას წერილის მკაცრი ტონის შესახებ. ისრაელის მოქალაქეთა საქმეს ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, დღეს განაცხადა, რომ ამჟამად სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით კომენტარის უფლება არა აქვს.
XS
SM
MD
LG