Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე მიწვევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუღია


საქართველოს პრეზიდენტი არ დაესწრება ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც მინსკში, 21 იანვარსაა დაგეგმილი. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუღია. ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონიაზე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მათ შორისაა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, რომელმაც დღეს სააგენტო პირველს განუცხადა, რომ მინსკში ვერ გაემგზავრება, რადგან ინაუგურაცია ემთხვევა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას.
XS
SM
MD
LG