Accessibility links

logo-print

ნიკა გილაური აბუ დაბიში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დღეს აბუ დაბიში ისაუბრეს გაეროს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბან კი მუნთან შეხვედრისას განიხილებოდა ჟენევის პროცესის მიმდინარეობის საკითხიც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერო და მისი გენერალური მდივანი ყველა შეხვედრისას გამოხატავენ საქართველოსადმი აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც კვლავ გაგრძელდება. ნიკა გილაურისა და ბან კი მუნის შეხვედრა საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაიმართა. აბუ დაბიში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტზე მოხსენებით წარსდგა და არაბთა გაერთიანებული საამიროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
XS
SM
MD
LG