Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ეწვევა


ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო დღეს საღამოს ვაშინგტონში ჩავა, სადაც შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მნიშვნელოვანი სამიტი იმართება. ბოლოს მსგავსი დონის შეხვედრა 30 წლის წინ გაიმართა, როდესაც შეერთებულ შტატებს დენ სიაოპინი ესტუმრა. ბარაკ ობამასა და ჰუ ძინტაოს შეხვედრაზე განიხილება სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან და ჩინური ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხები. ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ჰუ ძინტაომ განაცხადა, რომ უნდა დასრულდეს ორ ქვეყანას შორის „უნაშთო თამაში“ და ეს ქვეყნები ცივი ომის ურთიერთობიდან ახალ თანამშრომლობაზე უნდა გადავიდნენ. თუმცა, ჰუ ძინტაომ განაცხადა, რომ არ იზიარებს ვაშინგტონის შეხედულებას იმაზე, თუ რატომ უნდა გაძლიერდეს იუანის კურსი.
XS
SM
MD
LG