Accessibility links

logo-print

ტუნისის დროებით მთავრობაში განხეთქილებაა


ტუნისის უდიდესი პროფკავშირული გაერთიანების სამმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეროვნული ერთიანობის მთავრობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტუნისის პრემიერ-მინისტრმა კვლავ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს ძველი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის ჩართვას ეროვნული ერთიანობის მთავრობაში, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბდა. პრეზიდენტმა ზინე ელ-აბიდინ ბენ ალიმ ქვეყანა უპრეცედენტო მასშტაბების საპროტესტო დემონსტრაციებისა და ძალადობის შემდეგ დატოვა. მიუხედავად დემონსტრატნების მოთხოვნისა, გაუქმებულიყო ყოფილი პრეზიდენტის მომხრე მმართველი პარტია, კონსტიტუციურ-დემოკრატიულმა გაერთიანებამ ახალ მთავრობაში მნიშვნელოვანი - საგარეო, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრის პოსტები შეინარჩუნა. პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ღანუშიმ განაცხადა, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგებიან თანამდებობის პირები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის დროს განხორციელებულ რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG