Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში უმრავლესობა ემხრობა კონტროლის გამკაცრებას


რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულების 50 პროცენტზე მეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს სახელმწიფოს უფრო მკაცრ კონტროლს პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. გამოკითხვა ჩაატარა დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“, რომლის მონაცემებითაც, რუსეთში დეკემბრის ბოლოს გამოკითხულთა 63-მდე პროცენტმა დაუჭირა მხარი მოსაზრებას, რომ მთავრობა ნაკლებად შემწყნარებელი უნდა იყოს „თავისუფლებების“ საკითხში და მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს. „ლევადა“ დაასკვნის, რომ ეს „პატერნალისტული დამოკიდებულება“ მკვეთრად გაძლიერდა რუსეთში ამ საკითხზე წინა, 2009 წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ. მაშინ 37 პროცენტი მიემხრო კონტროლის გამკაცრებას სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად. გამოკითხულების მარტო 28 პრცოენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მთავრობამ მეტი თავისუფლება უნდა მისცეს ხალხს და ყურადღება უნდა გაამახვილოს დანაშაულების აღკვეთაზე.
XS
SM
MD
LG