Accessibility links

logo-print

მედვედევი ადასტურებს პალესტინის აღიარებას სსრკ-ის მიერ


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთს საბჭოთა პერიოდში, 1988 წელს აქვს აღიარებული პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ ცვლის პოზიციას ამ საკითხში. "ჩვენ მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის არც დღეს შეგვიცვლია“, განაცხადა მედვედევმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ იერიქონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდა პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. მედვედევი დღეს ჩავიდა იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების ლიდერებთან რეგიონში სამშვიდობო პროცესის განახლებაზე მოსალაპარაკებლად. რუსეთი შედის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შუამავალთა ოთხეულში, გაეროსთან, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად და სურს რეგიონში უფრო აქტიური დიპლომატიური როლის შესრულება.
XS
SM
MD
LG