Accessibility links

logo-print

ვარშავა: რუს დისპეტჩერებსაც მიუძღვით ბრალი კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნაში


პოლონელი გამომძიებლის განცხადებით, რუსი დისპეტჩერები ზუსტ ინფორმაციას არ აწვდიდნენ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს, რომელმაც 2010 წლის 10 აპრილს კატასტროფა განიცადა რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან. ავიაკატასტროფამ თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი შეიწირა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. პოლონელი გამომძიებლები, მათ შორის მიროსლავ გროხოვსკი, მიუთითებენ პოლონელ პილოტებთან რუსი დისპეტჩერების საუბრის ჩანაწერზე, რომელიც აჩვენებს, რომ პილოტებს არ ატყობინებენ მათი კურსიდან მნიშვნელოვნად გადახვევის შესახებ.
XS
SM
MD
LG