Accessibility links

logo-print

ავღანეთში ცნობილ ჟურნალისტს სახეში მჟავა შეასხეს


ავღანეთში ცნობილ ჟურნალისტს რაზაკ მამუნს სახეში მჟავა შეასხეს. ავღანეთის პოლიციის ცნობით, ინციდენტი ქაბულის ცენტრში მოხდა. თავდამსხმელს ეძებენ. ჟურნალისტი სახისა და ხელების დამწვრობით ჰოსპიტალიზებულია. რაზაკ მამუნმა სახელი პოლიტიკური კომენტარებითა და წიგნებით მოიპოვა. ის მკაცრად აკრიტიკებდა ახლანდელ ხელისუფლებას და პუშტუნების წარმომადგენელ ბევრ პოლიტიკოსს. თავად ჟურნალისტი ტაჯიკური უმცირესობის წარმომადგენელია.
XS
SM
MD
LG