Accessibility links

პაკისტანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ არის. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები და ღია ცის ქვეშ გაათია ღამე. მიწისძვრა სამშაბათს ღამით მოხდა. მიწისძვრა ავღანეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ დალბანდინიდან 50 კილომეტრში მოხდა და მისი სიმძლავრე 7,2 ბალი იყო. რყევები ამ ადგილიდან 1300 კილომეტრით დაშორებულ ინდოეთის დედაქალაქშიც იგრძნობოდა. პაკისტანის მთავარმა მეტეოროლოგმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ნაკლებად დასახლებულ ადგილას იყო და მას სერიოზული ზიანი არ მოუტანია. შეგახსენებთ, 2005 წელს 7,6 ბალიან მიწისძვრას პაკისტანის ჩრდილოეთში 70 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG