Accessibility links

logo-print

საქართველოში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


დღეს საქართველოში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ვანის რაიონში მდებარეობდა. მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა, ეპიცენტრის მახლობლად დაზიანდა რამდენიმე სახლი. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. სააგენტო რესი იუწყება, რომ მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია ქალაქ ცხინვალში, სადაც მოსახლეობამ სახლები და ადმინისტრაციული შენობები დატოვა.
XS
SM
MD
LG