Accessibility links

logo-print

ავღანეთის ახალი პარლამენტის ინაუგურაცია გადაიდო


ავღანეთის პარლამენტის ინაუგურაცია ერთი თვით, 22 თებერვლამდე გადაიდო, ამის შესახებ პრეზიდენტ კარზაის ოფისმა განაცხადა. გადაწყვეტილება მოჰყვა ავღანეთის საგანგებო ტრიბუნალის, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებს იძიებს, თხოვნას პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისადმი, გადადოს ახალი პარლამენტის ინაუგურაცია. ტრიბუნალის თავმჯდომარემ, სადიყულა ჰაყიყიმ ქაბულში განაცხადა, რომ სასამართლოს გამოძიებისთვის დამატებითი დრო სჭირდება: "სიცხადისა და სიზუსტისთვის, ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულების, ასევე პარლამენტის გამარჯვებული და დამარცხებული წევრების პატივისცემის გამო, საჭიროა ვთხოვოთ მის აღმატებულება პრეზიდენტ კარზაის, გადადოს პარლამენტის ინაუგურაცია". 22 სექტემბრის არჩევნების მიმართ ბრალდება გამოითქვა, რომ იყო დარღვევები. საარჩევნო უწყებებმა გააუქმეს ადრე გამარჯვებული 24 მანდატი და ხუთი მილიონი ბიულეტენის მეოთხედი. ახალი პარლამენტის ინაუგურაცია 23 იანვრისთვისაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG