Accessibility links

logo-print

”საზღვრის დარღვევისთვის” დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს


ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს გორის რაიონის სოფელ კირბალის 2 მკვიდრი რამაზ თაყაძე და კახა სამხარაძე, რომლებიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით რუსმა მესაზღვრეებმა სამშაბათს დააკავეს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ოსურ მხარესთან მოლაპარაკება დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, ხვალისთვის გადაიდო, რადგან ცხინვალში მიზეზად უქმე დღე დაასახელეს. ჯუღელმა ოკუპირებულ რეგიონთან მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებთ კვლავ მოუწოდა, მაქსიმალურად აარიდონ თავი გადასვლას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები ვერ აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG