Accessibility links

logo-print

მოლდავეთის ახალი კოალიცია წინანდელის მსგავსია


მოლდავეთის ცენტირსულ-მემარჯვენე მმართველმა კოალიციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყნის უმთავრესი თანმდებობები შეუცვლელი დარჩება. სამ ნაწილიანი ევროპული ინტეგრაციის ალიანსი პრეზიდენტად წარადგენს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, მარიან ლუპუს, ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელი, მიჰაი გიმპუ პარლამენტის სპიკერად დასახელდება. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლად ფილატმა კი პრემიერობა გასულ კვირაში ჩაიბარა. წინა პარლამენტში გიმპუსა და ფილატს იგივე პოსტი ეკავათ. პარლამენტი დაიშალა ოქტომბრის ვადამდელ არჩევნებამდე. მოლდავეთის პარლამენტმა მუშაობა ვერ გააგრძელა, რადგან მმართველმა კოალიციამ ვერ მოახერხა 101 ადგილიდან 61-ის ქონა, რაც პრეზიდენტად ლუპუს ასარჩევად იყო საჭირო.
XS
SM
MD
LG