Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა თეთრ სახლში ჰუ ძინტაოს მასპინძლობს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, დიდი პატივით მიიღო თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო. სამიტის თემებია ვაჭრობა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. ჰუს თეთრ სახლში დახვდნენ ბარაკ ობამა და მისი მეუღლე - მიშელი. სამხედრო ორკესტრმა შეასრულა სახელმწიფო ჰიმნები. ბარაკ ობამამ თავის მიმართვაში თქვა, რომ ორივე ქვეყანას ერთმანეთის წარმატებაში უსაზღვრო წილი აქვთ და სამიტი საფუძველს ჩაუყრის მომავალ 30 წელიწადს. ობამამ განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ სახელმწიფოები კეთილდღეობას აღწევენ, როცა ადამიანის უფლებებს სცემენ პატივს. ჰუმ ქებით მოიხსენია აშშ-თან ჩინეთის ურთიერთობაში „ახალი წინსვლა“, მაგრამ განაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა სცეს პატივი სხვის ინტერესს და განვითარების გზას. ობამა და ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი ჰუს ოვალურ ოფისში მოილაპარაკებენ. ბარაკ ობამა ასევე შეხვდება ჰუსთან ერთად ჩინეთის საქმიანი წრეების და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი რანგის 14 წარმომადგენელს.
ობამა და ჰუ გამართავენ პრესკონფერენციას, შემდეგ კი დღეს ოფიციალური ვახშმით დაასრულებენ.
XS
SM
MD
LG