Accessibility links

ობამამ და ჰუ ძინტაომ ეკონომიკაზე და ადამიანის უფლებებზე ისაუბრეს


ვაშინგტონში გაიმართა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებზე და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ობამამ შეაქო ჩინეთთან ურთიერთობა, თუმცა განაცხადა, რომ ჩინეთის ეროვნული ვალუტის, იუანის კურსი რეალურზე უფრო დაბალი რჩება და საჭიროა მის რეალურ კურსთან მისადაგება. ამავე პრეს-კონფრენეციაზე ჩინეთის ლიდერმა ახსენა ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში „გარკვეული უთანხმოებები“, რომლებიც მოგვარებასაც ორი ქვეყანა აპირებს. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ობამამ ადამიანის უფლებებიც ახსენა, თუმცა გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შეუძლიათ თანამშრომლობა, ამ სფეროში უთანხმოების მიუხედავად. ჰუს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის „სუვერენობას, ტერიტორიულ მთლიანობას და განვითარების ინტერესებს“.
XS
SM
MD
LG