Accessibility links

logo-print

ერევანში გაიმართა საპროტესტო აქცია ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნებით


ერევანში 7000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორი იყო სახალხო პარტია, რომელსაც მედიასაშუალებების მფლობელი მილიონერი, ტიგრან კარაპეტიანი ხელმძღვანელობს. მისი პარტია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ, როგორც იუწყებიან, ჰყავს მომხრეები პროვინციებში. დემონსტრაციაზე გამოსვლისას, კარაპეტიანმა მთავრობას მოუწოდა ხელფასებისადა პენსიების გაზრდის, აგრეთვე ხალხისთვის საბჭოთა პერიოდის საბანკო ანაბრების ანაზღუარებისაკენ. მან ოპოზიციის მომხრეების გათავისუფლებაც მოითხოვა და განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების გამართვას მიემხრობა, თუ მთავრობა თებერვლის ბოლომდე არ შეასრულებს მის მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG