Accessibility links

logo-print

გაერო მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებებს იძიებს


გაეროს კომისიამ დაიწყო ბრიტანული ფონდის Hermitage Capital-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებების გამოძიება. გაეროს გამოძიების თხოვნით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”რედრესმა” მიმართა, რომელიც ძალადობისა და წამების მსხვერპლთ უწევს დახმარებას. სერგეი მაგნიტსკი, რომელსაც ბრალად ედებოდა გადასახადებისგან თავის არიდება, მოსკოვის წინასწარი გამოძიების იზოლატორში 2009 წელს მოკვდა. სიკვდილის ოფიციალურ ვერსიად გულის უკმარისობა სახელდება. ადვოკატები და სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მას აუცილებელი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს.
XS
SM
MD
LG