Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა


ერაყის ქალაქ ბაკუბაში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა პოლიციის შტაბბინის ჭიშკართან, რის შედეგადაც, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. ბაკუბა დიალის პროვინციის დედაქალაქია და ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით, 60-მდე კილომეტრში მდებარეობს. დაიჭრა 30-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG