Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში მმართველი პარტიის ყველა მინისტრი გადადგა


ტუნისის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დროებითი მთავრობა დატოვა ყველა მინისტრმა, ვინც დამხობილი პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრია. ეს ნაბიჯი მოჰყვა ტუნისში ბევრჯერ წამოყენებულ მოთხოვნას, რომ ყოფილი მმართველი პარტია ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს ან დაიშალოს. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიმდინარე კვირაში დატოვეს დამხობილ პრეზიდენტ ზინე ალ-აბიდინ ბენ ალის პოლიტიკური ორგანიზაცია. მანამდე, ბენ ალის კლანის 33 წარმომადგენელი დააკავეს ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე. ტუნისის დროებითი ლიდერების განცხადებით, გათავისუფლებულია ყველა პოლიტიკური პატიმარი.
XS
SM
MD
LG