Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩადის


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ორი დღით ეწვევა რუსეთს. კარზაი იმედოვნებს, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარზაის ოფისის განცხადებით, ვიზიტი ემსახურება აგრეთვე რუსეთისაგან საწვავის მიღებას მაშინ, როცა ირანს შეჩერებული აქვს ავღანეთში საწვავის ექსპორტი, ირან-ავღანეთის საზღვარზე საწვავით დატვირთული ცისტერნების დაბლოკვით. მოსკოვში კარზაის ვიზიტისას განიხილავენ ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხებსაც.
XS
SM
MD
LG