Accessibility links

logo-print

რუუდ გულიტი გროზნოს „თერგის“ მწვრთნელად დაინიშნა


ფეხბურთში ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რუუდ გულიტი გროზნოს „თერგის“ მწვრთნელად დაინიშნა. გულიტმა, რომელიც 80-იან წლებში ორჯერ აღიარეს მსოფლიოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად, 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა ჩეჩნეთის დედაქალაქის საფეხბურთო კლუბთან. კლუბის პრეზიდენტია ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი. კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. გროზნოს „თერგი“ რუსეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.
XS
SM
MD
LG