Accessibility links

logo-print

უკრაინაში ორი აფეთქება მოხდა


უკრაინაში, აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაკეევკაში ორი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მილიციის პრესმდივნის განცხადებით, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ნახშირის ადგილობივი კომპანიის შენობასთან, მეორე კი ბაზარში. მილიცია მოტივად მიიჩნევს გამოძალვას, რადგან ერთ-ერთ ადგილას, სადაც აფეთქება მოეწყო, აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში მორიგი აფეთქებით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG