Accessibility links

logo-print

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღესაც განმეორდა


დღეს დილით იმერეთში - ვანისა და ბაღდათის რაიონებში - კვლავ დაფიქსირდა 2 მიწისქვეშა ბიძგი, რომელთა მაგნიტუდა 3,3 და 3,4 იყო - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ცენტრი იუწყება. შეგახსენებთ, რომ ამავე რაიონში ოთხშაბათს მოხდა 5,8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა, რომელსაც მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. სეისმური მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, რომ გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ ეპიცენტრში მცირე ბიძგები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ცენტრის თანამშრომლებმა ბაღდათის რაიონში დაამონტაჟეს სეისმოგრაფი, რომლის მეშვეობით რეგიონის სეისმურ მდგომარეობას შეისწავლიან.
XS
SM
MD
LG