Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა სამინისტრომ ოპოზიცია ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა


ოპოზიციის წარმომადგენლები ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში დაადანაშაულა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, სტუდქალაქთან ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დევნილებს მოუწოდებდა, ტერიტორია არ დაეტოვებინათ და პოლიციელებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის საფუძველზეც რამდენიმე პირი დააკავეს. სამინისტრო ირწმუნება, რომ უბინაოდ არავის დატოვებს, დევნილებს რეგიონებში სთავაზობს გარემონტებულ ფართებს, რომლებიც მათი საკუთრება იქნება და ტრანსპორტირებაში ეხმარება. სამინისტრო იძულებით გადაადგილებულთა განსახლებას აპირებს სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში, რასაც დევნილები იქ არსებული მძიმე პირობებისა და ელემენტარული საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის საფრთხის გამო ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG