Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სტამბოლში განხილულ უნდა იქნეს ირანისადმი სანქციების გაუქმების საკითხიც


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ირანისა და ექვსი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკებაზე განხილულ უნდა იქნეს თეირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმების საკითხიც. სანქციები გაეროს უშიშროების საბჭომ შემოიღო იმის გამო, რომ ირანი უარს ამბობს ურანის გამდიდრებისთვის ბოლოს მოღებაზე. ლავროვის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა მთავარი საკითხი უნდა იყოს, მაგრამ განხილულ უნდა იქნეს „ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის საკითხიც“. ირანის დელეგაცია პარასკევსა და შაბათს, სტამბოლში გამართავს მოლაპარაკებებს ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, შეერთებული შტატებისა და გერმანიის წარმოადგენლებთან. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG