Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ლიდერმა გააფრთხილა აშშ ტიბეტის და ტაივანის თაობაზე


ჩინეთის ლიდერმა, ჰუ ძინტაომ, დღეს გააფრთხილა აშშ, პატივის სცეს ჩინეთის სუვერენიტეტს ტაივანსა და ტიბეტზე, მაგრამ იქვე თქვა, რომ მისი ქვეყანა არ არის დაინტერესებული გამალებული შეიარაღებით. მისივე თქმით, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებმა უნდა იქონიონ ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა. ეს ჰუმ განაცხადა ვაშინგტონში, სადაც მისმა მასპინძლებმა განმეორებით მოთხოვეს მას ადამიანის უფლებების დაცვა. დღეს ჩინეთის ლიდერი აშშ-ის მაღალი რანგის კანონმდებლებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG