Accessibility links

ჩინეთის პრეზიდენტი ჩიკაგოში ჩავიდა


ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო განაგრძობს აშშ-ში ვიზიტს. ის ჩიკაგოში ჩავიდა. ძინტაომ მოუწოდა აშშ-ს - შეასუსტოს ჩინეთში მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტზე შეზღუდვა, რაც ჩინეთში აშშ-ის ექსპორტს გაზრდიდა. ხუთშაბათსვე ვაშინგტონში ბიზნეს-ლიდერებთან შეხვედრისას ჰუ ძინტაომ განაცხადა, რომ ჩინეთი არ წარმოადგენს სამხედრო საფრთხეს სხვა ქვეყნებისთვის და მას არ გააჩნია ინტერესი ჩაებას შეიარაღების მარათონში, ან მოიპოვოს სამხედრო ჰეგემონობა სხვა ქვეყნებზე. ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ს პატივი სცეს ჩინეთის სუვერენიტეტს ტაივანისა და ტიბეტის საკითხებში.
XS
SM
MD
LG