Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეის სამხედროებმა სომალელი მეკობრეებისგან ტყვეები გაათავისუფლეს


სამხრეთი კორეის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული სატვირთო გემის ეკიპაჟის გასათავისუფლებლად ოპერაცია განახორციელეს. მოკლულია 8 მეკობრე, 5 დააკავეს. ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა. სამხრეთი კორეის სატვირთო გემი მეკობრეებმა ერთი კვირის წინ დააკავეს არაბეთის ზღვაში. საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2010 წელს მეკობრეებმა 53 გემ დააკავეს და 1180-ზე მეტი ადამიანი დაატყვევეს. ყველაზე ხშირად გემებს სომალელი მეკობრეები ესხმოდნენ თავს.
XS
SM
MD
LG