Accessibility links

logo-print

სტამბოლში მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


სტამბოლში დაიწყო მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. მოლაპარაკებაში, თავად ირანის გარდა, კიდევ ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ირანის დელეგაციას სათავეში უდგას ამ ქვეყნის ბირთვული უწყების ხელმძღვანელი საიდ ჯალილი; ხოლო დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციას მეთაურობს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი კეტრინ ეშტონი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მარკ ტონერის, თქმით, სტამბოლის მოლაპარაკებისგან ვაშინგტონი რაიმე „მნიშვნელოვან გარღვევას“ არ ელის. ამასთანავე, როგორც ტონერმა აღნიშნა, აშშ-ს სურს, განიხილოს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ირანის მიერ ვაშინგტონისთვის დაბალგამდიდრებული ურანის ჩაბარებას და სანაცვლოდ საწვავის მიღებას თეირანის ბირთვული რეაქტორისთვის. დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მიზანი ატომური იარაღის შექმნაა, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG