Accessibility links

ერევანი და ბაქო მთიანი ყარაბაღის ინციდენტისთვის ერთმანეთს ადანაშაულებენ


სომხეთმა აზერბაიჯანი შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, ხუთშაბათს, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად, დაიღუპა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე. ბაქო უარყოფს, რომ ინციდენტის მოთავე აზერბაიჯანის მხარე იყო. ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად, მძიმედ დაიჭრა აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG