Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მძიმე დანაშაულების ჩადენას აბრალებენ


აზერბაიჯანის ოპოზიციური ისლამური პარტიის ლიდერს მოვსუდ სამედოვს ოფიციალურად წაუყენეს რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდება. სამედოვი 7 იანვარს დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის. ახლა მას აბრალებენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებას, იარაღის უკანონო შენახვას და ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობას. სამედოვს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამავე ბრალდებების ეჭვით დააპატიმრეს ისლამური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვაგიფ აბდულაევი.
XS
SM
MD
LG