Accessibility links

logo-print

გაეროს გმობს შემზარავ თავდასხმას შიიტ მომლოცველებზე


გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ერაყში დაგმო ხუთშაბათს მომხდარი შემზარავი თავდასხმა შიიტ მომლოცველებზე, რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა. შემთხვევა 20 იანვარს ქალაქ ქარბალის გარეუბანში მოხდა, სადაც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა ორი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს. ქარბალაში შიიტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალოცავი მდებარეობს. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ქარბალაში მოხდარ შემზარავ აფეთქებამდე ტერორისტებმა იერიში განახორციელეს ქალაქ თიკრითში, სადაც 65 ადამიანი, მეტწილად პოლიციის რეკრუტები დახოცეს.
XS
SM
MD
LG