Accessibility links

logo-print

პალესტინელებმა ჩაშალეს ფრანგი მინისტრის ვიზიტი ღაზაში


პალესტინელთა ჯგუფმა ჩაშალა ღაზის სექტორში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიშელ ალიო-მარის ვიზიტი. ათობით დემონსტრანტმა კვერცხები დაუშინა მინისტრის მანქანას, როცა იგი „ჰამასის“ დაჯგუფების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შევიდა. პალესტინელთა აღშფოთება გამოიწვია ალიო-მარის გუშინდელმა განცხადებებმა ისრაელში, სადაც ფრანგმა მინისტრმა მხარდაჭერა გამოუთქვა „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ ისრაელ ჯარისკაცს, მაგრამ არ უხსენებია ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების მდგომარეობა.
XS
SM
MD
LG