Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები თბილისში კიდევ 3 შენობიდან გამოასახლეს


თბილისში დევნილები სახელმწიფოს კუთვნილი კიდევ 3 შენობიდან, პოლიციის მეთვალყურეობით, გამოასახლეს. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლებული ადამიანებისგან ინფორმაციას იღებდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები. დევნილთა ნაწილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის არანაირი თავშესაფარი არ გააჩნია. აღსრულების ბიუროს ყოფილი შენობიდან გამოასახლეს კოდორის ხეობიდან დევნილი 22 ოჯახი. მათი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ამ ოჯახებისთვის მთავრობას ფინანსური კომპენსაცია არ შეუთავაზებია, ალტერნატიული საცხოვრებელი სოფელ წინწყაროში კი, მხოლოდ ორ ოჯახს შესთავაზეს. ამ ინფორმაციას უარყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მინისტრმა, კობა სუბელიანმა, ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ დღეს გამოასახლეს დევნილები, რომლებმაც კომპენსაცია უკვე მიიღეს, თანხის გარეშე დარჩენილებს კი, საცხოვრებლებს სთავაზობენ. კომპენსაციის მოცულობა სუბელიანს არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG