Accessibility links

logo-print

ლუკაშენკომ ფიცი დადო


მინსკში გამართულ ინაუგურაციაზე ალექსანდრ ლუკაშენომ პრეზიდენტის ფიცი დადო. ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყანას მეოთხე ვადით, ხუთი წლის განმავლობაში უხლემძღვანელებს. როგორც იუწყებიან, ლუკაშენკოს პომპეზურ ინაუგურაციას არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ დასწრებია. მათ შორის არც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ბელორუსიაში გასული წლის 19 დეკემბერს ჩატარდა, დაგმეს ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა. არჩევნებს თან ახლდა მრავალი დარღვევა და ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მინკის ცენტრში, რომლის დროს პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი და მათი მომხრე რამდენიმე ასეული აქტივისტი დააკავეს. ლუკაშენკoს ინაუგურაციის პარალელურად სახელმწიფო ტელევიზია აგრძელებს გადაცემების ციკლს, რომელიც ბელორუსიის ოპოზიციას ადანაშაულებს ევროპის ქვეყნებიდან მიღებული ფინანსებით მასობრივ არეულობების მოწყობის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG