Accessibility links

logo-print

დმიტრი მედვედევმა თანხმობით უპასუხა ჰამიდ კარზაის მიწვევას


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, დღეს მოსკოვში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის უმასპინძლა და თანხმობით უპასუხა ავღანეთში საპასუხო ვიზიტით ჩასვლის წინადადებას. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედვედევმა „მადლიერებით მიიღო ჰამიდ კარზაის მიპატიჟება ავღანეთში“ - თუმცა ვიზიტის თარიღი დაკონკრეტებული არ არის. ორმა პრეზიდენტმა გააფორმა ეკონომიკური თანამშრობლობის შეთანხმება და პირობა დადო, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირებიც გაღრმავდება. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს ავღანეთში რუსეთის მიერ ჰიდროელექტრო სადგურისა და მარცვლეულის შესანახი ობიექტების მშენებლობას. კარზაიმ ასევე კერძო საუბარი გამართა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც მას ინვესტიციების სახით დაახლოებით 500 მილიონი დოლარის გამოყოფას დაპირდა - იმ პირობით, თუ რუსეთის ენერგოკომპანია „ინტერ რაო ეესს“ ავღანეთში გადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის მასშტაბურ პროექტს ჩააბარებენ.
XS
SM
MD
LG