Accessibility links

დაშავებული მაღაროელების მდგომარეობა მძიმეა


ტყიბულში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მაღაროლეიდან სამი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთი კი ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც დამწვრობის ცენტრის რეანიმატოლოგმა, ხათუნა ჯაფარიძემ განაცხადა, რეანიმაციაში მოთავსებული სამივე პაციენტი - ტურძელაძე, კუბლაშვილი და ობოლაძე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მათი მდგომარეობა მძიმეა. ერთი ადამიანი ემსხვერპლა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში წუხელ მომხდარ აფეთქებას. უბედური შემთხვევის დროს, რომელიც დაახლოებით ღამის 01.00 საათზე მოხდა, 37 წლის მერაბ კალანდაძე დაიღუპა. მძიმედ დაშავდა ოთხი მაღაროელი. ტყიბულის მაღაროში 2010 წელს ორი აფეთქება მოხდა. 3 მარტის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ამდენივე დაიღუპა 27 აგვისტოს აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG