Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთს ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ


ევროკავშირი, ეუთო და შეერთებული შტატები ალბანეთს ძალადობის შეჩერებისაკენ მოუწოდებენ. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 3 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაზიანდა ანტისამთავრობო პარასკევს გამოსვლების დროს პოლიციისა და დემონსტრანტებს შორის მოხდარ შეტაკებისა და სროლის მოჰყვაშედეგად. „ძალადობა და ძალის გადამეტებული გამოყენება დაუშვებელია და იგი თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ოპოზიციური სოციალისტური პარტიის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობის გადაგომას მოითხოვდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და 2009 წლის არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს, რომლის შედეგადაც გამარჯვება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას დემოკრატიულ პარტიას ხვდა წილად.
XS
SM
MD
LG