Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღორის გრიპის“ დაავადების შემთხვევები მატულობს


საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 50-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ განუცხადა. მინისტრის თქმით, რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან ორსული ქალები. სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მიეცათ მკაცრი მითითებები, როგორი უნდა იყოს თითოეული შემთხვევის მართვა. პირველ რიგში კი, ყურადღება უნდა მიექცეს რისკის ჯგუფის პაციენტებს. ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა თებერვლის მეორე ნახევარსა და მარტშია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG