Accessibility links

დეგას ნახატი საფრანგეთს დაუბრუნდა


შეეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრანგეთს დაუბრუნა ედგარ დეგას ნახატი, რომელიც 37 წლის წინ მოიპარეს. საუბარია ფრანგი იმპრესიონისტის მიერ 1870 წელს შექმნილ პატარა ზომის ნახატზე სახელწოდებით „კბილმტკივანი მრეცხავი ქალი“, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის აუქციონის სამზადისის დროს აღმოაჩინეს. სასამართლოს თანახმად, გამყიდველმა არ იცოდა, რომ ნახატი მოპარაული იყო. უცნობმა მძარცველმა, 1973 წელს ნახატი საფრანგეთის ნორმანდიის მუზეუმის კედლიდან ჩამოხსნა. ზეთით შესრულებული ნახატის ღირებულება, ექსპერტების შეფასებით, 350 ათასიდან 450 ათას დოლარს შორის მერყეობს.
XS
SM
MD
LG