Accessibility links

logo-print

ალბანეთის მთავრობა არეულობას ოპოზიციას აბრალებს


ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა სარი ბერიშამ მასობრივი არეულობების ორგანიზებაში სოციალისტური პარტიის ლიდერი ედი რამა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი პასუხს აგებს მომხდარ ძალდობაზე. „ბატონ რამას სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მომხდარზე, მე პირადად ვიქნები თავდები, რათა მან მომხდარზე სრულად აგოს პასუხს,“ -განაცხადა სარი ბერიშამ. ოპოზიციური სოციალისტური პარტიის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები მთავრობის გადაგომას მოითხოვდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და 2009 წლსი არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს, რომლის შედეგადაც გამარჯვება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სარი ბერიშას დემოკრატიულ პარტიას ხვდა წილად. პოლიციისთან შეტაკებისას სამი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG